Logo

არჩილ გორდულაძე - ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში

პოლიტიკა
107
Frontnews image description

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება, - ამის შესახებ ელენე ხოშტარიას განაჩენთან დაკავშირებით შვედეთისა და ნორვეგიის ელჩების განცხადებების კომენტირებისას  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

"არავითარი ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. მაგრამ, ეს სამწუხაროდ არაერთხელ გვინახავს. თუ აქამდე ისინი ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ მაინც თავიანთი დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ასეთი შეფუთვებიც აღარ ხდება და პირდაპირ, ყველაფერი ხელის გულზე დევს. პირდაპირ ცდილობენ, რომ ზეწოლა მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, მათ შორის, ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე, სასამართლოზე. ამ გავლენის მოპოვების შედეგად, საკუთარი აგენტურა მოიყვანონ ხელისუფლებაში, რასაც ისინი ვერასდროს ვერ ეღირსებიან. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია და რაიმე პრობლემა აქვს, არსებობს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები. თუ ესეც არ დააკმაყოფილებს, არსებობს სტრასბურგის სასამართლო და კიდევ ერთხელ, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 10:0 აგებს საქართველოს ინტერესების ყველა დამაზიანებელი სამართლებრივად სტრასბურგის სასამართლოში და შემდეგ ბოდიშის მოხდაც არავის არ უნდა. ჯერ ბოდიში მოიხადონ, როდესაც პოლიტიზებას ცდილობდნენ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების და სტრასბურგის სასამართლოში რომ დამარცხდნენ. ამის შემდეგ გამოვიდნენ და გააკეთონ განცხადებები", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები