Logo

არჩილ გორდულაძე – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა

პოლიტიკა
733
Frontnews image description

მნიშვნელოვანია, როდესაც არჩევნების შემფასებელი მთავარი ორგანიზაციის და უმაღლესი რეპუტაციის მქონე მთავარი ორგანიზაციის საპარლამენტო დელეგაცია, ხელმძღვანელის მეთაურობით, ჩამოდის საქართველოში და შეხვდება არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ისევ და ისევ იმსჯელონ რეკომენდაციის შესრულებასა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები შემდგარია და ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემს ეუთო/ოდირი.

“ჩვენც უნდა მოვუწოდოთ სხვა ადამიანებს, იქნებიან ისინი საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს, რადგან ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ლეგიტიმაცია მიანიჭოს და ამავდროულად, აირჩიოს ხელისუფლება, ეს არის მხოლოდ ქართველი ხალხი და არა ეს განცხადებები. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება ლეგიტიმური ჩვენს ქვეყანაში. ასეთ განცხადებაზე არავის რომ არ ამოუღია ხმა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ უსამშობლო ადამიანების გაერთიანებაა შემდგარი.

მთავარი კითხვაა, რატომ აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ ვიზიტის ჩაშლის იმედი და რატომ არ უნდათ, ეს ვიზიტი შედგეს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია, რადგან სხვა შემთხვევაში მათი ტყუილები გამოაშკარავდება. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს ნარატივი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ შექმნილი და ამით ცდილობენ, ისევ ქართველი ხალხი მოატყუონ, ჩაეფუშებათ, ჩამოეშლებათ და ამის შემდეგ აღარ შეეძლებათ, მუხტის გაზრდა ქუჩებში, აღარ შეეძლებათ, როგორმე გადატრიალება მოაწყონ. ზუსტად ამიტომაც არის, რომ სახე აქვთ დაკარგული, როგორც „წარმატებულ“ ნეობოლშევიკებს შეეფერებათ. როგორც „წარმატებულ“ სერგო ორჯონიკიძეს შეეფერებოდა, ზუსტად ანალოგიური შინაარსის განცხადებებით არიან წარმოდგენილი და ანალოგიური შინაარსის უსტარებს და „დანოსებს“ წერენ, რომ ჩაშალონ ეს ვიზიტი“, – განაცხადა გორდულაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები