არჩილ გორდულაძე - გამოსავალი ნახა კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ", ამით ცდილობენ, საკუთარი წევრები, მათთან დაკავშირებული პირები ან აგენტურის წარმომადგენლები დაიცვან


ავტორი
Front News საქართველო
გამოსავალი ნახა კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" - მათთან დაკავშირებული პირები, რომლებიც სჩადიან დანაშაულს, როდესაც დადასტურებულად არსებობს სასამართლოს განაჩენები ან აგენტურის წარმომადგენლები რომლებიც ჩადიან დანაშაულს, რომლებთან დაკავშირებითაც ისევ ან სასამართლოს განაჩენები არსებობს, ან ყველამ ვიხილეთ კადრები, შემდეგ, არის პასუხი ამ დანაშაულებზე, რომ თითქოს, ყველაფერი არის პოლიტიზებული და ყველაფერი პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპონენტებმა ამ გზით მარტივი გამოსავალი იპოვეს და მათ მიერ დანაშაულების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ახალი არ არის, შესაბამისად, ეს არ ეხება მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის და ლაშა ცანავას საქმეებს.
"მარტივი გამოსავალია ნაპოვნი, ამით ცდილობენ, რომ საკუთარი წევრები, მათთან დაკავშირებული პირები ან აგენტურის წარმომადგენლები დაიცვან. ამ ადამიანებს ერთგვარი ინდულგენციის ყიდვა გამოსდით და ეს არახალია თან, ეს არ ეხება მხოლოდ ბაჩიაშვილს და ცანავას. არამხოლოდ საქართველოში მოქმედი აგენტურა ცდილობს, რომ საქმეების პოლიტიზება მოახდინოს, არამედ, ამ ყველაფერში მათ მხარს უჭერენ სხვადასხვა უცხოური სახელი და გვარის მქონე მოქმედი დიპლომატები თუ მაღალი თანამდებობის პირები უცხოეთიდან", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
თაგები:
არჩილ გორდულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს