არჩილ გორდულაძე - ჯო უილსონს საქართველოზე ფიქრით ღამეები არ სძინავს, ღირებულებებზე გველაპარაკება და თურმე ეს ფულში გამოიხატება


ავტორი
Front News საქართველო
2023 წლიდან მოყოლებული გარედან მართული ადამიანები ამბობენ, რომ „ფარაში“ მხოლოდ მტრული ორგანიზაციების რეგისტრირება ხდება, თუმცა რეგისტრირებულია „ნაციონალური მოძრაობა“ და ისმის კითხვა, „ნაციონალური მოძრაობა“ როდის გახდა ამერიკისთვის მტერი ორგანიზაცია? – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, გარედან მართული ადამიანები თავადვე ფეთქდებიან იმ ნაღმზე, რომელსაც დებენ.
„თავადვე ამტკიცებენ, რომ მატყუარები და ცრუპენტელები არიან. დადასტურებულია, რომ „ნაცმოძრაობა“ ფულს იხდის, რათა კონკრეტული ლობისტები ჰყავდეს. ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარე ვიგებთ, თურმე ჯო უილსონს საქართველოზე ფიქრით ღამეები არ სძინავს. ღირებულებებზე გველაპარაკება და თურმე ღირებულებები ფასში და ფულში გამოიხატება. ეს არის აგენტურის ბედი და მოცემულობა, რომ ისინი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ყველაფერზე წამსვლელები არიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
თაგები:
არჩილ გორდულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს