არჩილ გორდულაძე – მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კოკაინთან, განსხვავებული უნდა იყოს


ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, სადაც ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით საკითხები განიხილება, მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ “მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კოკაინთან დაკავშირებული“.
ასევე გორდულაძე აღნიშნავს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა მორჩეს.
“ჩვენი მიდგომა არის, რომ ერთი მხრივ, უმკაცრესი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით, ამავდროულად, სხვა საშუალებები უნდა არსებობდეს ნარკოდამოკიდებულებებზე. განსაკუთრებით მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით ერთი რამ არის, რომ რა თქმა უნდა, მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კოკაინთან დაკავშირებული. განსხვავებული უნდა იყოს მარიხუანასთან და კანაფთან. ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ შეიძლება და სპეკულაციებს თავი დაანებონ. ერთხელ მაინც შეძლონ, რომ როდესაც ქვეყნისთვის და მომავლისთვის საჭირო და აუცილებელი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს ლეგიტიმურ პარლამენტში, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში ხალხისთვის განკუთვნილი ცვლილებები ერთხელ მაინც საკუთარ თავს გადააბიჯონ, აიძულონ და არ დაიწყონ ისეთი ბინძური პროვოკაციები და ამორალური ქმედებები, რომელსაც ვხედავთ ხოლმე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
თაგები:
არჩილ გორდულაძე

“ის ადამიანები, ვინც ანაკლიაში ცხოვრობენ, მორალურად და ეკონომიკურად წელში უნდა გაიმართონ და აფხაზ ძმებთან ურთიერთობა აღადგინონ”

დიმიტრი ხუნდაძე – საქართველოში არ უნდა იყოს და ვერ იქნება ის, რასაც უკრაინაში ვუყურებთ, რომ ბულდოზერები საფლავებს თხრიან და გვამებს ყრიან, ასეთ სურათში მიღებული სტატუსი არ გვჭირდება

არჩილ გორდულაძე – როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვა არაერთი გმირი, ლაზარე გრიგორიადისი ვერასდროს გახდება გმირი