Logo

არჩილ გორდულაძე - პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პოლიტიკა
133
Frontnews image description

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს - ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტზე განაცხადა.

"გარკვეულმა პირებმა და არ გაგვიკვირდება, რომ პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ პირებზე გვაქვს საუბარი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ამავდროულად საზოგადოების გაღიზიანებისთვის, განსაკუთრებით, ძალიან პატივსაცემ პირთა წრის, პედაგოგების შეცდომაში შესაყვანად ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს ან რაიმე დამატებითი რეგულაცია არის შემოსული ამ საკითხთან დაკავშირებით. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ და თავიანთი ცოდნა გადასცენ ნებისმიერ პირს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Advertisement