Logo

არჩილ გორდულაძე - როგორ შეიძლება პეტერ ფიშერი მხარდაჭერას რადიკალი პირების მიმართ გამოხატავდეს?

პოლიტიკა
33
Frontnews image description

დღევანდელი დღით დასტურდება, რომ ქვეყანაში მოქმედებენ ძალები, რომლებიც რადიკალიზმს და ექსტრემიზმს ახალისებენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დიდი სურვილია, რომ ქართველი ერი გახლიჩონ.

"როგორ შეიძლება, პეტერ ფიშერი, რომელიც გერმანიის ელჩია, მხარდაჭერას რადიკალი პირების მიმართ გამოხატავდეს? ის გერმანიის წარმომადგენელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ისეთ პირებს უჭერს მხარს, ვინც სიძულვილის ენით გამოირჩევა. ადამიანებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ და გადასული არიან რადიკალიზმში. 9 აპრილის მემორიალზე როცა ერთ-ერთმა ქალბატონმა იცეკვა, მაშინ მათი პროტესტი არ გვახსოვს, მაგრამ ახლა გამოდიან და ქართულ საზოგადოებას მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. ვერც ის გაუგიათ, ქართველი ერი 9 აპრილს როგორ იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ვერც იმას იაზრებენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქალაქის ემისარი წარმართავს ამ ქვეყანაში პოლიტიკას ან ქვეყანას. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქალაქიდან იქნება წამოსული მოთხოვნა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისევ არიან ადამიანები, რომლებიც სხვის დაკრულზე ცეკვავენ და ქართულ საზოგადოებას მშვიდი ცხოვრების უფლებას არ აძლევენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები