Logo

არჩილ გორდულაძე - საკანონმდებლო ცვლილებების თუ პრაქტიკული ღონისძიებების საბოლოო მიზანია, რომ ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს

პოლიტიკა
168
Frontnews image description

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს. "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერები ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს ხვდებიან.

რიგით მეოთხე შეხვედრას ესწრებიან "ქართული ოცნების" დეპუტატებიც. შეხვედრები ქვეყნის ათივე რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

"კანონი არ იქმნება იმისთვის, რომ რეპრესიული იყოს ან ვინმეს რაღაც პასუხი მოეთხოვოს. პირველ რიგში, რაც არის კანონის მთავარი მიზანი - ეს არის, რომ პრევენცია მოახდინოს, და რისი პრევენცია, გარკვეული დარღვევის. მაგალითად, შეიძლება 10 ადამიანი დადგეს ერთმანეთის გვერდიგვერდ, ხელები რომ ჩავკიდოთ ერთმანეთს და მაგალითად გზა გადავკეტოთ. შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია? ფიზიკურად ეს შეგვიძლია. მაგრამ ავიღოთ 1 ქვეყნის მაგალითი მაინც, სადაც შესაძლებელია, რომ 300 რაღაც დღის განმავლობაში, შეიძლება 400-ზეც არიან ასულები უკვე, აღარ მახსოვს, თვითონ ითვლიან ხოლმე, ამ ბუღალტერიაში თვითონ არიან შესულები, უბრალოდ, ვიძალადოთ 50-100-მა ადამიანმა მილიონ ორასი ათასზე. ერთი ქვეყნის მაგალითი ამისი არსებობს? პირდაპირ გეტყვით, რომ არა. მე რომ მინდა რაღაცის გაკეთება, მაინც და მაინც ისე უნდა გავაკეთო ნებისმიერი რამე, რომ სხვას პრობლემა შევუქმნა? თუ შემთხვევით ასე მუშაობს ნებისმიერი ადამიანის უფლება, რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები.

გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს და არის, გვიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, ყოველდღიურად ბრძოლა და ამ ბრძოლაში, საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ თუ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება, საბოლოო მიზანი ის არის, რომ ერი, როგორც ასეთი, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები