Logo

არჩილ გორდულაძე - საქართველოში ანტიამერიკული ხელისუფლება არ არის, კითხვა იყო პროვოკაციული, რომელზეც დიპლომატს მხოლოდ ისეთი პასუხი შეეძლო გაეცა, როგორიც გასცა

პოლიტიკა
11 საათის წინ / 13:34
242
Frontnews image description

საქართველოში ანტიამერიკული ხელისუფლება არ არის, პირიქით, ჩვენი ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასა და ორგანიზაციასთან გვქონდეს თანაბარი, სწორუფლებიანი ურთიერთობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ საქართველოს შესახებ წარმომადგენელთა პალატაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, წარმომადგენელთა პალატაში ჯო უილსონის მხრიდან დასმული კითხვა იყო პროვოკაციული, რომელზეც დიპლომატს მხოლოდ ისეთი პასუხი შეეძლო გაეცა, როგორიც გასცა.

"ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის ერთ-ერთი ჟურნალისტი როგორც იტყოდა, ადამიანებმა ინგლისური და „გუგლი“იციან, „დაგუგლონ“ და განცხადებას ინგლისურად მოუსმინონ, სადაც საუბარია, თუ რომელიმე რეგიონში ანტიამერიკული რეჟიმი ან ხელისუფლება არსებობს, ამერიკას მათზე რეაგირება ექნება. უნდა ვნახოთ, არის თუ არა საქართველოში ანტიამერიკული ხელისუფლება. არა, პირიქით, ჩვენი ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასა და ორგანიზაციასთან გვქონდეს თანაბარი, სწორუფლებიანი ურთიერთობა. იყო პროვოკაციული კითხვა, რომელიც ჯო უილსონმა დასვა, რომელიც საქართველოს მიმართ გამსჭვალულია ზიზღით და სიძულვილით, რაც საქართველოს საწინააღმდეგო მტრული აქტის დაინიცირებით და არა მხოლოდ ამით, გამოიხატება. კითხვა იყო პროვოკაციული, რომელზეც დიპლომატს მხოლოდ ისეთი პასუხი შეეძლო გაეცა, როგორიც გასცა, რომ თუ ასეთი რამე არსებობს ნებისმიერ სხვა რეგიონში, შესაბამისი რეაგირება იქნება, მაგრამ ასეთი ხელისუფლება საქართველოში არ არის.

საქართველოს პროდასავლური ხელისუფლება ჰყავს, რომლისთვისაც მთავარი დემოკრატიული პრინციპებია, რომლის საფუძველი არის ღირსება, წარსული და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ზუსტად ამას ემსახურებოდა ირაკლი კობახიძის ღია წერილიც და ჩვენი გუნდის წევრების განცხადებებიც, სადაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის მთავარია, პარტნიორთან ურთიერთობაში იყოს გაწერილი გეგმა, თუ რა გეგმით, როგორ ვცდილობთ და ვახერხებთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად სხვა ეტაპზე იყოს გადასული და კიდევ უფრო გაღრმავდეს. ზუსტად ეს გვინდა ჩვენც. როდესაც ღირებულებითი თანხვედრაა, ყოველ შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული პოზიცია ღირებულებითად პირდაპირ თანხვედრაშია „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის ღირებულებებთან, ამ დროს გასაკვირია, როცა პასუხებს და შესაბამის პოზიციას არ ვისმენთ. ღია ვართ ნებისმიერი ურთიერთობისთვის და მოწადინებული ვართ პარტნიორული ურთიერთობისთვის და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ როგორც დახურულ კარს მიღმა, ასევე ღიად და საჯაროდ. საზოგადოებას საქმის კურსში ვაყენებთ, ღია წერილის გავრცელების ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო. როდესაც შესაბამისი გადმოდგმული ნაბიჯი იქნება, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. იმ ურთიერთობების, რომელიც „დიფ სთეითისგან“ მართულმა წინა ხელისუფლებამ, ბაიდენის ადმინისტრაციამ და აშშ-ის წინა ელჩმა, მნიშვნელოვნად დააზიანეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

Advertisement