Logo

არჩილ გორდულაძე - უსტარების გამოგზავნას თავი დაანებონ, თითების ქნევას ქართული საზოგადოების მიმართ და დასხდნენ, ილაპარაკონ

პოლიტიკა
392
Frontnews image description

როგორც საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვიდან მოდიოდა დირექტივა და ყველა რესპუბლიკა ვალდებული იყო შეესრულებინა ზედმეტი კითხვების გარეშე, ანალოგიურად, ახლაც იგივე გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით,  ევრობიუროკრატებმა კეთილი უნდა ინებონ და ახსნან თავიანთი პოზიცია და თავი დაანებონ ქართული საზოგადოებისთვის თითების ქნევას.

"დირექტივაა მოსული და მცდელობაა, რომ ქართული საზოგადოება დასაჯონ, მითითებაა, ყველანაირი დასაბუთების, არგუმენტების გარეშე. დალაპარაკებაც კი არ სურთ. ერთ მაგალითსაც ვერ ამბობენ, რა არის იმ საკანონმდებლო ცვლილებებში პრობლემა, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდმა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და სუვერენიტეტის გასაძლიერებლად შეიმუშავა.

ასე არ საუბრობენ ქვეყნებთან, დამოუკიდებელ და ღირსეულ ხალხთან. კეთილი ინებონ და ახსნან თავიანთი პოზიცია. უსტარების გამოგზავნას თავი დაანებონ, თითების ქნევას ქართული საზოგადოების მიმართ და დასხდნენ, ილაპარაკონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები