არჩილ ხოფერია – მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში მებრძოლი ქართველი არჩილ ხოფერია აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს.
მისი თქმით, მამუკა მამულაშვილი ცოცხალია და ბრძოლას ქვეყნის მომავლისთვის განაგრძობს.
“ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ, მაგრამ იგი ცოცხალია, იგი განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა ვუთხრა მტრებს, ჩვენ მტრებს, ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის, არც მეთაურის არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი ერის მარადიულ ბრძოლას ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს”, – აცხადებს არჩილ ხოფერია.
თაგები:
მამუკა მამულაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს