არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლე გიორგი არევაძემ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
არჩილ მუსელიანცს ბრალად ედებოდა პარლამენტის შენობის წინ, ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება.
ის გასული წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის პარალელურად დააკავეს. მუსელიანცს იზოლატორში მიყვანამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეუზღუდეს ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა და ოჯახის წევრების მიმართ დაემუქრნენ.
თაგები:
არჩილ მუსელიანცი




