
ავტორი
Front News საქართველო
“ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში შევა ის პუფი იქნებაო, გახსოვთ ხომ ეს სასაცილო გამონათქვამი, აი, ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მე მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში, თვითონ ვეღარ დარჩება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მომავალი აქვს “ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.
“საბოლოო ჯამში, გააკოტრეს რეალურად დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და იქამდე მიიყვანეს, რომ საკუთარი ნათქვამების რცხვენიათ იმიტომ, რომ დღეს საპირისპირო რეალობაში არიან. ამიტომ ამ პარტიებს დღეს თუ შანსი აქვს, ეს შანსი არის მომავალში და ნაციონალური მოძრაობის გარეშე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს