Logo

არჩილ თალაკვაძე – ჩვენ შეთანხმებასთან დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს

პოლიტიკა
02.08.2021 / 12:38
578
Frontnews image description

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილე თალაკვაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” აღარ აპირებს 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ახლა, ვინაც თავისი გადაწყვეტილებები უნდა შეაფასოს, “რადიკალური ოპოზიციაა”.

 

“ამ შემთხვევაში ჩვენ დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს. “ქართული ოცნება” მიშელის შეთანხმებას თანმიმდევრულად ასრულებდა მთელი ამ თვეების განმავლობაში. ყველა პუნქტი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, პირნათლად გახლავთ შესრულებული. ბოლო სხომებზე, გახსოვთ ყველას, რომ “ქართული ოცნება” მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს პრაქტიკულად ცალმხრივ რეჟიმში ახორციელებდა. შესაბამისად, ვინც უნდა დაუბრუნდეს, შეაფასოს თავისი წინა მოქმედებები, შეაფასოს თავისი გადაწყვეტილებები და ის უპასუხისმგებლობა, რაც გამოიჩენს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ჩვენ დავამარცხებთ არჩევნებში”, – აცხადებს თალაკვაძე.

Advertisement