არჩილ თალაკვაძე – ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი მხრიდან რაც არის, ყველაფერი გაკეთდება და ჯერი არის ევროკავშირზე


ავტორი
Front News საქართველო
ყველა ის რეკომენდაცია, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და სახელისუფლებო გუნდს პარლამენტში, სრულდება თანმიმდევრულად იმ გეგმით, რომელიც გამოვაცხადეთ და შეთანხმებული გვქონდა ევროკავშირთან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“რასაკვირველია არის მცდელობები, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამას ხელი შეუშალოს. ვნახეთ, ეს იყო კენჭისყრების ჩაგდება, ეს იყო აქტიური ლობირება თვითონ ევროკავშირში, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი და მიმართულია სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია არაა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ არის საქართველოს, საკუთარი ქვეყნის ოპოზიცია. ბუნებრივია, ხელს უშლის რეკომენდაციების შესრულების პროცესს, თუმცა ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ ჩვენს მხარეს არ დავტოვებთ არცერთ მიზეზს, რაც შეიძლება, გადაწყვეტილების კიდევ გადავადების საფუძველი გახდეს.
ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი მხრიდან რაც არის, ყველაფერი გაკეთდება და ჯერი არის ევროკავშირზე. ევროკავშირმა უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო დაყოვნების გარეშე გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, რომელსაც ჰქვია კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნა.
მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი არის შესრულებული, განვაგრძობთ მუშაობას და უმოკლეს ვადებში ეს სამუშაო მთლიანად იქნება დასრულებული ჩვენი ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე