
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ადეიშვილი, რომელიც არის მსჯავრდებული, ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენს კოლეგებთან გვექნება კომუნიკაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დადგება დრო, როცა ადეიშვილი მძიმე დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.
“როგორც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გული მწყდება, რომ უკრაინას ასეთი მძიმე ბიოგრაფიის მქონე ადამიანი წარმოადგენს. მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ადამიანი, რომელიც არის მსჯავრდებული და რამდენიმე საქმეზე დამატებით ბრალდებული, ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში, როგორშიც ჩვენ ვიხილეთ. ამასთან დაკავშირებით კოლეგებთან გვექნება კომუნიკაცია. აუცილებლად დადგება დრო, როცა ეს ადამიანი მძიმე დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს