Logo

არჩილ თალაკვაძე – დარწმუნებული ვართ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც საერთაშორისო ფარმაცევტული აკრედიტაციის და ლიცენზიების მიღებისთანავე, პირველი მიიღებს მედიკამენტს

პოლიტიკა
610
Frontnews image description

დარწმუნებული ვართ, მედიკამენტთან დაკავშირებული პროცედურები დროულად იქნება მიყვანილი ბოლომდე და საქართველო იქნება ერთერთი პირველი, რომელიც საერთაშორისო ფარმაცევტული აკრედიტაციის და ლიცენზიების მიღებისთანავე, პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას განუცხადა

 

მისი თქმით, მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების და  მათი ოჯახების მიმართ.

 

“ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ პროტესტი აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით. მივესალმებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას, როდესაც მან გამოხატა მხარდაჭრა ამ პაციენტების, მათი ოჯახების მიმართ. დარწმუნებული ვართ და მოველით, რომ მედიკამენტთან დაკავშირებული პროცედურები დროულად იქნება მიყვანილი ბოლომდე და საქართველო იქნება ერთერთი პირველი, რომელიც საერთაშორისო ფარმაცევტული აკრედიტაციის და ლიცენზიების მიღებისთანავე, პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს.  ბუნებრივია, მშობლებს სურთ საუკეთესო თავისი შვილებისთვის, მათი ემოცია და დამოკიდებულება თანაგრძნობას იმსახურებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობას, რომ მან დროულად დაასრულოს პროცედურები, რომელიც უკავშირდება მედიკამენტის შემოტანას. ხელისუფლება ელოდება, რომ ეს სამკურნალო პრეპარატები დროულად მიიღებს აკრედიტაციას და მხარდაჭერას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები