არჩილ თალაკვაძე – ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ საუბრობს.
თალაკვაძის განცხადებით, ზურაბიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ვინაიდან ოპოზიციას კოალიციის ყველანაირი ფორმა უკვე მოსინჯული აქვს, რეალურად კი, ოპოზიციურ გაერთიანება კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს.
“თუ ის საუბრობს ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე, ესეც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ, ასე რომ, ყველანაირი კოალიცია ამ ოპოზიციას უკვე მოსინჯული აქვს და არანაირი სხვადასხვა ძალები რეალურად იქ არ არიან.
რეალურად, აქ არის ერთი გაერთიანება, ეს არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც არავითარი კოალიციის მორალური უფლება არ აქვს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე – რამაც დაშალა ეს ოპოზიცია, ზუსტად იმის გამო ერთიანდებიან

არჩილ თალაკვაძე – ეს აჩვენებს იმ გაურკვევლობას და სუსტ პოზიციებს, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში

არჩილ თალაკვაძე – როდესაც ადამიანებს ართმევ უფლებას, არ დაგეთანხმონ და ამის გამო დევნისკენ მოუწოდებ, რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის თანამედროვე ფაშიზმი