
ავტორი
Front News საქართველო
კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ვაჭრობას არ ვაპირებთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მაღალი ალბათობით, საპარლამენტო უმრავლესობის სამი წარმომადგენელი იქნება. რაც შეეხება ოპოზიციას, თალაკვაძის განცხადებით, ეს მათზეა დამოკიდებული და დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
“კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ჩვენ არ ვაპირებთ ვაჭრობას ისეთ საკითხზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის და ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი ვიზიტი. პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ღირსეული პოზიცია გამოხატა გუშინ შეხვედრაზე და დღესაც ეს პოზიცია ასევე ღირსეული ძალით რჩება ძალაში. მან შესთავაზა ოპოზიციას, რომ მონაწილეობა მიიღონ დელეგაციაში. ახლა იქ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, რამდენი ადამიანი წარმოადგინონ. ყველას უნდა წამოსვლა, თუ არ უნდა ზოგიერთს წამოსვლა, ეს საკითხები ძალიან მეორეხარისხოვანია. ჩვენი სურვილი გახლავთ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ წარმოადგინოს საქართველოს პოზიცია უკრაინაში და ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება. ეს საკითხები ჩვენთვის ვაჭრობის საგანი არ არის“,- განაცხადა თალაკვაძემ.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს