
ავტორი
Front News საქართველო
“მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის და ჩვენი საპარლამენტო გუნდის სახელით მასწავლებლებს, იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ. იმისთვის, რომ ისინი ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. ისინი აკავშირებენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ჩვენი ქვეყნის მომავალთან და დებენ ძალიან დიდ ენერგიას იმაში, რომ საქართველო ხვალ იყოს უკეთესი“, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.
არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე.
“განათლების სექტორს ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შეუძლებელია ქვეყანაში უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოდიოდეს, თუ ქვეყანას დღეს აქვს უარესი განათლების სისტემა, ვიდრე ჰქონდა იმ დროს, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ეამაყებათ. შეუძლებელია, რომ დღეს ქვეყანაში ჩამოდიოდეს მეტი ტურისტი, თუ მათ უკეთეს სერვისებს არ აწვდიან. შეუძლებელია, რომ ექსპორტი გაიზარდოს ევროკავშირში, თუ მეწარმეებმა ბიზნეს სექტორში მომუშავე ადამიანებმა, უკეთ არ იციან როგორ გააკეთონ თავისი საქმე და როგორ გაიტანონ ევროპულ ბაზარზე თავისი პროდუქცია. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ორგანულად არის დაკავშირებული განათლების სისტემასთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს