
ავტორი
Front News საქართველო
“მაშინ, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივამ ახალი იმპულსი შეიძინა, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპულ კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მან მთავარ ამოცანად დაასახელა, როდესაც სპიკერის პოზიციაზე ავირჩიეთ“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტს.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციას დატვირთული დღის წესრიგი და ბევრი შეხვედრა აქვს.
“პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩვენი პოლიტიკური ნება ევროპული ინტეგრაციის მიმართ და საქართველოსადმი მხარდაჭერის გზავნილები მიიღო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს