არჩილ თალაკვაძე – ომში მიტოვებული გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა – ეს არის „ომის პარტიის“ „მიღწევები“

ავტორი
Front News საქართველო
ომში მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა, სტრასბურგის სასამართლოში შესული ათასობით საჩივარი და სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეები, რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები, ეს არის მოკლედ ომის პარტიის „მიღწევები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
“ომში თქვენგან მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები; ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა; გორში, ერთ შენობაში მიყვანილი ახალგაზრდა რეზერვისტები, რომლებიც იღბლის გამო გადაურჩნენ ერთად დაბომბვას; თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხების დატაცება; თბილისის ბიუჯეტის მასშტაბური ძარცვა; ღამღამობით, პროკურატურაში მიყვანილი ბიზნესმენები, რომლებმაც მთელი ქონება „აჩუქეს“ სახელმწიფოს; დაპატიმრებული ჟურნალისტები, რეიდები ტელევიზიებში და ბოლოს „ანტენების“ დაპატიმრებაც; პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ჩანაწერი და ადამიანების შანტაჟი; არაერთგზის თავხედურად გაყალბებული არჩევნები; ყოველ წელს წამების, არაადამიანური მოპყრობის და მკურნალობის შეზღუდვის გამო გარდაცვლილი 140-144 პატიმარი; გატაცებული და დახვრეტილი მოქალაქეები, რომლებიც როგორც გამოძიებით გაირკვა, ზღვაში ჩაძირეს; სტრასბურგის სასამართლოში შესული ათასობით საჩივარი და სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეები; რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები; პოლიტიკური და საინფორმაციო თავდასხმები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და ელჩებზე – მათი დადანაშაულება არნახული უტიფრობით – ეს არის ომის პარტიის „მიღწევები“ მოკლედ. ქვეყნის დაცვის და გადარჩენის პარტია ვართო?!“, – წერს არჩილ თალაკვაძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FArchilTalakvadzeOfficial%2Fposts%2F524696779026057&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”304″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
არჩილ თალაკვაძე




