
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
“ცოტა ხნის წინ ჩატარდა არჩევნები აჭარასა და რუსთავში, სადაც რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდა. რა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ? ეს არის მორიგი სიცრუე. თემები ამოეწურათ და ამით ცდილობენ მედიის ზედაპირზე დარჩენას. რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრიც არ ექნებათ დასრულებული, რომ მომდევნო რიგით არჩევნებს კიდევ ერთხელ წააგებენ. სჯობს უფრო სერიოზულად მოეკიდონ პოლიტიკას და პატივი სცენ საზოგადოებასა და ქვეყანას“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს