არჩილ თალაკვაძე – როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია?


ავტორი
Front News საქართველო
განმარტებით ბარათში გიწერიათ პირდაპირ, რომ სასამართლო უნდა გაწმენდილიყო კადრებისგან, მაინტერესებს, როგორ ხდება დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს, ანუ კონსტიტუციით დაცული ცალკე სახელისუფლებო შტოს წმენდა თქვენს წარმოდგენაში, როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია? – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
არჩილ თალაკვაძემ ასევე მიმართა სამნიძეს, მოიყვანოს მაგალითი, სადაც საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებების დაცვის და სამართლიანობის პრინციპებს.
“ხომ არ შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მაგალითი, სადაც საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს და სამართლიანობის პრინციპებს, რომელიც კონვენციურია და რომლის ვალდებულებაც საქართველოს აქვს აღებული – ერთი და მეორე – აქ თქვენ განმარტებით ბარათში გიწერიათ პირდაპირ, რომ სასამართლო უნდა გაწმენდილიყო კადრებისგანო, აგერ ვკითხულობთ – ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო გაწმენდილიყო კადრებისგანო – ციტატა. მაინტერესებს როგორ ხდება დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს, ანუ კონსტიტუციით დაცული ცალკე სახელისუფლებო შტოს წმენდა თქვენს თეორიაში, თქვენს წარმოდგენაში, როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია?“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე – თუ სხვა სათაურის დარქმევა უნდათ, უნდა დაარქვან ის სათაური, რაც ამას ჰქვია ევროპაში

ირაკლი კობახიძე – საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა მოხდა, განხორციელდა, თუ არა ზეწოლა, რომელზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ან უნდა იყოს უარყოფილი, ან უნდა აიღოს ვიღაცამ პასუხისმგებლობა

არჩილ თალაკვაძე – ელჩი უნდა იყოს ინფორმირებული მისმა სახელმწიფომ რა გამოაქვეყნა ქვეყანასთან დაკავშირებით, სადაც ის ელჩია