
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წევრებს კითხვით მიმართა და სთხოვა, მოეყვანათ მაგალითი, რომელი მშვიდობიანი აქციის ჩატარებისას შეექმნათ მათ პრობლემა “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობდა, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას სახელმწიფოს მხრიდან პრობლემები მხოლოდ მაშინ შეექმნა, როდესაც ისინი საკანონმდებლო ორგანოზე და ცესკოზე თავდასხმებს გეგმავდნენ და აქეზებდნენ.
“თქვენ რა დემოკრატიაზე და რა კარვებზე ლაპარაკობთ, ომბუდსმენი სცემეთ დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე და აივნებზე ესროდით ხალხს გაზის ყუმბარებს.
რომელ აქციაზე გწყდებათ გული, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგალითი რომ მომიყვანოთ, თუ შეიძლება? რომელი აქცია ვერ ჩაატარეთ ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის პერიოდში, სად ვერ შეიკრიბეთ, რა პრობლემა შეგექმნათ მშვიდობიანი შეკრების კუთხით?
მაგრამ, პრობლემები სერიოზული შეგექმნათ, როცა თავდასხმებს გეგმავდით და ძალადობას აქეზებდით აქ, პარლამენტზე და ცესკოში რომ იჭრებოდით ბიულეტენების გასანადგურებლად, რომ მერე არჩევნები გამქრალად გამოგეცხადებინათ, მაგაზე კი შეგექმნათ პრობლემები”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს