Logo

არჩილ თალაკვაძე – სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსანი იცლის, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები

პოლიტიკა
420
Frontnews image description

სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, მაღალჩინოსანი იცლის იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მას საქართველოში ჩამოსვლა არ ურჩიეს.

 

“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად დაცილებულია ეს ადამიანი იმ პრობლემებს, რეალურ ინტერესებს, საჭიროებებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერას განვაგრძობთ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, მთელი საზოგადოება დგას უკრაინის გვერდით, პოლიტიკური პირი, უკრაინის პარლამენტის წევრი იცლის საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ისეთი განცხადებებისთვის, რომლებიც საქართველო-უკრაინის მეგობრობას აზიანებს. 

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა სხვა კომენტარს არ გავაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. როგორც ჩანს, ეს საქართველოში თითოეულს უფრო კარგად გვესმის, ვიდრე დავით არახამიას უკრაინაში“, – განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები