
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა ევროკავშირის სტატუსის მიღებას, ანუ ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დღეს სახეზეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“ეს გადაწყვეტილება, სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული რუსეთის ფედერაციას და ეს გადაწყვეტილებაც ცალმხრივად მიიღო რუსეთის ფედერაციამ. შესაბამისად, დღეს რადიკალური ოპოზიციის განცხადებები და ბრალდებები გახლავთ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და გახლავთ სიცრუე.
საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რასაკვირველია, გამოიწვია მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და გამოიწვია ისეთი გადაწყვეტილებების განხილვაც, რომელიც დღეს არის სახეზე”, – განაცხადა თალაკვაძემ.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს