
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად მიმდინარეობდა სახმელეთო-სატრანზიტო გადაზიდვები და განხორციელდა მრავალი სატრანზიტო მიმოსვლა სომხეთის მოქალაქეების სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნების მიზნით.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების დინამიურ თანამშრომლობაზე, რაშიც განსაკუთრებული წვლილი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს მიუძღვით.
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ყარაბაღის ომმა ძირეულად შეცვალა მანამდე არსებული რეგიონული გეოპოლიტიკური სურათი და ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობას გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარების პროცესში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსა და სომხეთში არსებული პროცესები და გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს