
ავტორი
Front News საქართველო
ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა” არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულებებს, რაიმე შერიგებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტზე გაჟღერებული შერიგების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა.
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნამდვილად წარმოადგენს ზეპარტიულ ინსტიტუტს, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა.
შერიგება და შეთანხმება, პირველ რიგში, ეფუძვნება სამართლიანობასა და სამართლიანობის პრინციპებს. ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა” სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულებებს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა არაერთი პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი” , – განახადა არჩილ თალაკვაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს