“არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას”


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არჩილ თალაკვაძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობა მინდა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს მის მიერ ორი წლის განმავლობაში სპიკერის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის. თქვენ გახსოვთ, მან ურთულეს პერიოდში ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს იყო 2019 წლის ივნისი, იყო ძალიან რთული პერიოდი, როგორც პარლამენტს შიგნით, ისე პარლამენტს გარეთ. 2 წლის მანძილზე არჩილი ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა როგორც პოლიტიკურ მუშაობას პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთაც ის იყო აქტიურად ჩართული როგორც ერთ-ერთი ლიდერი, ყველა იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელმაც მოუტანა სერიოზული წარმატებები ჩვენს პოლიტიკურ პარტიას "ქართულ ოცნებას" და მათ შორის მოუტანა სერიოზული წარმატებები ჩვენს ქვეყანას.
ამ ორი წლის მანძილზე არჩილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, როგორც პარლამენტის მუშაობაში, ასვეე პოლიტიკური პროცესების სათანადო მიმართულებით წარმართვაში, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა.
როდესაც გაგვიზიარა საკუთარი მოსაზრება, გადაწყვეტილება, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა ბუნებრივია, ხანგრძლივი დისკუსია ამასთან დაკავშირებით, რაშიც იყვნენ პარტიის ლიდერები ჩართული და მისი პოზიცია ეფუძნებოდა კონკრეტულ მოსაზრებებს, რაზეც მან თავად მოგახსენათ. გასული თვეების მანძილზე ის იყო აქტიურად ჩართული მოლაპარაკების პროცესში, შესაბამისად, იყო წარმოდგენილი ამ პროცესში, როგორც მხარე.
რაც შეეხება სპიკერის პოზიციას, ის უნდა იყოს არსებითად ნეიტრალური და არჩილის მოსაზრება გახლდათ ის, რომ მისი აქტიური ჩართულობა, როგორც მხარის პროცესში იყო გარკვეული გამოწვევა შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციის განხორციელებისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ პატივს ვცემთ არჩილის გადაწყვეტილებას და ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ ამ გადაწყვეტილებას. არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას მის მიერ გაწეული მუშაობისთვის", – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს