Logo

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

საზოგადოება
791
Frontnews image description

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, მიმაჩნია, რომ პარლამენტში, შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ როტაცია. 

ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი, დარბაზში კოლეგების გვერდითაა და არა – სპიკერის პოზიციაზე.

ჩემთვის, დიდი პატივი იყო მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, მოთმინებისთვის და გვედით დგომისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი წარმატებისთვის და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ახალ გამარჯვებებს და უზრუნველვყოფთ ქვეყანაში პროგრესს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თაგები:

Advertisement