არესტოვიჩი – უკრაინა ყირიმს და დონბასს დაიბრუნებს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციამ დაკარგა ჯარის მესამედი პოპასნაიას და ხერსონის ასაღებად, ასევე ლუგანსკის ოლქის საზღვართან მისასვლელად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
არესტოვიჩის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ომში წარუმატებლობას განიცდის, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა ყირიმს და დონბასს დაიბრუნებს.
“მეოთხე ძალა“ გაჩნდა ევროკავშირს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის და ეს ყველაფერი პოპასნაიას აღებით დასრულდა. უბრალოდ ვიცი, იქ როგორი თავდაცვა გვაქვს, ვერ გაივლიან, არ ექნებათ საკმარისი ძალა და საშუალება, როგორც არ უნდა გადაისროლონ ეს უბედური რეზერვისტები, რომლებსაც იქ ეძახიან, მოამზადეს – გადაისროლეს. მომზადების ოთხი დღე. სულ ეს არის. სრული კრახია. და ჩვენ გავაძლიერებთ მათ მარცხს, როდესაც კონტრშეტევაზე გადავალთ. ამიტომ მათ შეუძლიათ კიდევ ორი სოფლის აღება. ეს არაფერს შეცვლის. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს დავაბრუნებთ სახლში უკან“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
თაგები:
ალექსეი არესტოვიჩი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს