
ავტორი
Front News საქართველო
ლუსაილის სტადიონზე, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი არგენტინა საუდის არაბეთთან ანგარიშით 2:1 დამარცხდა.
მატჩი არგენტინელთა უპირატესობით დაიწყო და მე-10 წუთზე ლეონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ არგენტინელები არ ცხრებოდნენ და მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს, თუმცა სამივე თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კი საუდის არაბეთმა ორი საპასუხო ბურთი გაუტანა მეტოქეს, რომლის ავტორებიც სალეჰ ალ შეჰრი და სალემ ალ დავსარი არიან.
შეიძლება ითქვას, რომ არგენტინის მარცხი მიმდინარე მუნდიალის პირველი სენსაციაა.
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს