
ავტორი
Front News საქართველო
დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა. “აჰმედ ბინ ალის” სტადიონზე არგენტინამ ავსტრალია 2:1 დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ანგარიში 35-ე წუთზე არგენტინელთა ლიდერმა ლეო მესიმ გახსნა. 57-ე წუთზე ხულიან ალვარესმა ავტრალიელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 77-ე წუთზე ავსტრალიამერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო და შეხვედრაში დამარცხდა.
არგენტინის ეროვნული ნაკრები 1/4 ფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, შეხვედრა 9 დეკემბერს შედგება.
4 დეკემბერს 1/8 ფინალური ეტაპის კიდევ ორი თამაში გაიმართება:
19:00 საათზე: საფრანგეთი – პოლონეთი
23:00 საათზე: ინგლისი – სენეგალი
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს