არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩის დროს ცნობილი ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის გაშუქებისას ცნობილი ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი გრანტ უოლი გარდაიცვალა.
The Guardian-ის ინფორმაციით, უოლი პრესისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო, როდესაც მატჩის დამატებით დროში გონება დაკარგა. ექიმების თქმით, გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
49 წლის უოლი CBS Sports-ისთვის მუშაობდა. ის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთის ჟურნალისტი იყო.
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ვალის კარიერაში რიგით მერვე იყო.
თაგები:
მსოფილიო პატრიარქი




