
ავტორი
Front News საქართველო
არ არის კარგი, როდესაც ვინმე პარტიას ტოვებს, მაგრამ არიან არანაკლებ გამოცდილი ფიგურები, რომლებიც გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძეს ღირსეულად ჩაანაცვლებენ, ვგულისხმობ აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს და გიგა ბოკერიას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ საზოგადოებისთვის ცნობილი, გამოცდილი პოლიტიკოსების ნაკლებობა არასდროს ჰქონია.
„ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, არ ვაპირებ არც მათკენ ხელის გაშვერას, არც რაიმე ტიპის უკუგადაბრალებას და ეს განხილვები არ მიმაჩნია ზოგადად ლამაზად. რაც შეეხება მათ წასვლას არ არის კარგი, როდესაც პარტიას ვინმე ტოვებს, მაგრამ არანაკლებ გამოცდილი ფიგურები არიან ჩვენს პარტიაში, რომლებიც მოახერხებენ მათ ღირსეულად ჩანაცვლებას, ვგულისხმობ აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს, ყველაზე დიდი სტაჟის მქონე პარლამენტარებს და ძალიან დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსებს, ასევე გიგა ბოკერიას, რომელსაც მე განვიხილავ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება საერთო პოზიცია. ვთვლი, რომ ის არის გამორჩეული ფიგურა თავისი პრინციპულობით, პირველ რიგში, თანმიმდევრულობით და იმ ღირებულებების ერთგულებით, რომელსაც ეფუძნებოდა ზოგადად „ვარდების რევოლუცია“ 2003 წელს. დანაკლისი, რომელიც ნამდვილად სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას მოუტანენ ძალიან ბევრ სიახლეს, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლებთან ახლო კომუნიკაცია“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს