არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - მე მჯერა თქვენი, გამარჯვების და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან ნათელ მხარეს ვდგავართ


ავტორი
Front News საქართველო
მე მჯერა თქვენი, გამარჯვების და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან ნათელ მხარეს ვდგავართ. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, - ამის შესახებ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და არა ერთ პირს.
"ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს 5-ჯვრიანი დროშა, ქართული დროშა და ეს არის ქრისტეს 5 ჭრილობის აღმნიშვნელი. ჯვარი არის ჭრილობა, ტანჯვის იარაღი და 5 ჭრილობა ჰქონდა - 4 პატარა - ორი ხელზე, ორი ფეხზე და მეხუთე გვერდზე, დიდი ჭრილობა, რომლითაც განგმირეს ქრისტე.
ჩვენმა წინაპრებმა ეს დროშა 5-ჯვრიანი იმიტომაც შექმნეს, რომ ძალიან ხშირად გვიწევდა ქრისტეს ჭრილობების ტვირთვა. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენს ერს შეუძლია თქვას, რომ ქრისტეს ჭრილობები ჩვენს ხორცზე ვიტვირთეთ და დღეს ვდგავართ ამ დროშით და ამ დროშის, ქრისტეს იმედად გვინდა, რომ საქართველო გავათავისუფლოთ იმ ჭრილობისგან, რომელიც მიაყენა მტერმა, რადგან ჩვენი ქვეყანა დღეს საფრთხის წინაშეა. დღეს ჩვენ დამოუკიდებლობა ფორმალურად კი გვაქვს შენარჩუნებული, მაგრამ უკვე დამოუკიდებლად არ ვართ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ადამიანები არ მართავენ საქართველოს, ამიტომ, საქართველო ეკუთვნის ხალხს.
კონსტიტუციაში წერია, ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ყველა სამართალდამცველი ვალდებულია ძალაუფლების წყაროს დაემორჩილოს და არ დაუპირისპირდეს. ამიტომ, ყველას მოუწოდებ, არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი, როგორც ეს ეს დღეებია გაუკეთებიათ და გუშინდელი სისხლი, რომელიც ახალგაზრდა ბიჭს ადინეს, იყოს ბოლო საქართველოში.
მე მჯერა თქვენი, გამარჯვების და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან ნათელ მხარეს ვდგავართ. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს", - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს