
ავტორი
Front News საქართველო
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ახლა თუ არა, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუცია და ყველა ფუნდამენტური უფლება აღდგება. ამისთვის ვიბრძოლებთ უკანასკნელ წვეთამდე, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
“ახლა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დადგა ქვეყანა, იმიტომ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია დადგა არა უბრალოდ ეჭვქვეშ, არამედ ჩაიჩეხა ეს პროცესი. ჩვენ ვართ ერთიანი იმიტომ, რომ პროცესის განბლოკვას შევუწყოთ ხელი. ჩვენ ამას მოვახერხებთ ქართველი ხალხის სახელით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ახლა თუ არა, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუცია და ყველა ფუნდამენტური უფლება აღდგება. ამისთვის ვიბრძოლებთ უკანასკნელ წვეთამდე”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს