არმაზ ახვლედიანი - 5 ოქტომბერს იმედგაცრუება რაც იქნება, მთლიანად მათ კისერზე იქნება, ვინც 4 ოქტომბერს არჩევნებს უწოდებს


ავტორი
Front News საქართველო
5 ოქტომბერს იმედგაცრუება რაც იქნება, მთლიანად მათ კისერზე იქნება, ვინც 4 ოქტომბერს არჩევნებს უწოდებს, 4 ოქტომბრის მომწოდებლებზე ვამბობ, ერთმანეთში მიმოიხედეთ, ვინ მოგვიწოდებს. სახელგატეხილი ხალხის მოწოდებით საქმე ვერ გამოვა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
"მინდა გითხრათ, რომ 5 ოქტომბერს იმედგაცრუება რაც იქნება, ეს იქნება მთლიანად იმათ კისერზე, ვინც 4 ოქტომბერს არჩევნებს უწოდებს. ვინც მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბერი არის არჩევნები. რეჟიმის სატელიტობა სირცხვილია. მეორეს მხრივ, ის რომ 4 ოქტომბერს ვიწყებთ და ვასრულებთ რევოლუციას, ესეც არის რაღაც ისეთი, რასაც სჭირდება დაზუსტება და რაც ბევრჯერ მითქვამს.
4 ოქტომბრის მომწოდებლებზე ვამბობ, რომ ცოტა ერთმანეთში მიმოიხედეთ, ვინ მოგვიწოდებს. სახელგატეხილი ხალხის მოწოდებით საქმე ვერ გამოვა. ვინმეს ეს თუ არ მოსწონს, ცივი წყალი დალიოს, მაგრამ ჩვენ, ქართველ ხალხს თავი გაგვანებოს, რომელსაც ამოუვიდა ყელში მათი ბოგინი საქართველოში“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა "ტვ პირველის" ეთერში.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს