
ავტორი
Front News საქართველო
გუშინ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა იცვლის კურსს დადასტურებულად და ეს ვექტორი ე.წ. ყბადაღებული სუვერენიტეტის საფარქვეშ, რა თქმა უნდა, არის გზა კრემლისკენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი რამ არცერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია.
“არასდროს არცერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია ის, რაც საბოლოოდ, გამოაცხადა ივანიშვილმა, რომ ქვეყანა იცვლის კურსს დადასტურებულად და ეს ვექტორი ე.წ. ყბადაღებული სუვერენიტეტის საფარქვეშ, რა თქმა უნდა, არის გზა კრემლისკენ.
გუშინ, საბოლოოდ, დადასტურდა რა არის ჩაფიქრებული ივანიშვილის მიერ “რუსული კანონის” კვალდაკვალ. “რუსული კანონით” დაიწყება, ეს შესავალია და ამას მოჰყვება სხვა რეპრესიული კანონები, რომლებიც საქართველოში შეუძლებელს გახდის ნორმალურ ცხოვრებას, არსებობას, ამიტომაც არაფრის ფასად არ უნდა გავატანინოთ ეს მავნებლური კანონი”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს