
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კითხვარის მიღება გიორგი მთაწმინდელის, ანთიმოზ ივერიელის, გრიგოლ ფერაძის, 9 აპრილის გმირების და მონაწილეების დამსახურებაც არის.
“გუშინ ევროკავშირის წევრობაზე კითხვარი მივიღეთ და ბატონმა პრემიერმა გამოგვიცხადა, რომ ეს არის მისი მმართველი გუნდის დამსახურება. მე მგონი სირცხვილია! იმიტომ, რომ შემიძლია წავიდე ძალიან შორს, მაგრამ გიორგი მთაწმინდელის, ანთიმოზ ივერიელის, გრიგოლ ფერაძის და რა თქმა უნდა, 9 აპრილის გმირების და მონაწილეების დამსახურებაც არის. ყველასი, ვინც უშიშრად იბრძოდა, რომ ჩვენ ეკლიანი გზა გაგვეკვლია ევროპისკენ, მაგრამ ახლა, რაშიც შეიძლება ნაწილობრივ დავეთანხმო პრემიერს, სწორედ თქვენს ხელშია ძირითადად ბატონებო უმრავლესობიდან, ეს დარჩება ქაღალდად თუ რეალურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც უპირველესად ნიშნავს სამართლებრივ სახელმწიფოს და რაც ნიშნავს ერთმანეთის მოსმენას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს