
ავტორი
Front News საქართველო
ბრიტანული სანქციები უპირველესად იწვევს იმას, რომ არის საფუძვლიანი და დამანგრეველი და ასევე, იწვევს იმას, რომ მას დომინოს ეფექტით მოჰყვება სანქციები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციებს ივანიშვილი ვერ გაუძლებს.
“ბრიტანული სანქციები უპირველესად იწვევს იმას, რომ არის საფუძვლიანი და დამანგრეველი და ასევე, იწვევს იმას, რომ მას დომინოს ეფექტით მოჰყვება სანქციები. ვერაფრით ვერ იქნება ისეთი ძალის სანქციები, რასაც გაუძლებს ივანიშვილი. მით უფრო ვერ გაუძლებს, რომ საყოველთაო გაფიცვა იყო მხოლოდ გამაფრთხილებელი.
სანქციების მიმღებმა ქვეყნებმა ჩვენზე უკეთ დაინახეს, რომ აქ ისეთი რამ დუღს, რასაც ვერაფრით ვეღარ გააჩერებ.
კრემლის ოცნება დაიწყებს ჩამონგრევას. შეუძლებელია, რომ სანქციების ასეთ ჯაჭვს ამათმა ეკონომიკურმა ხუხულამ გაუძლოს. ჩვენ ხომ ვხვდებით, რომ ფინანსური სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სხვა ტიპის სანქციები, რომელსაც ზოგჯერ ბეჭდის დარტყმაც კი არ სჭირდება. ჩვენ გვავიწყდება ზოგჯერ აშშ-ის მიერ თვეების წინ ნათქვამი, რომ ის წყვეტს საქართველოსთან პარტნიორობას. ამაზე დიდი სანქცია არ არსებობს. ამაზე მეტი რა უნდა იყოს. ეს იმოქმედებს, უეჭველად.
არის ერთი შემადგენელი, რის გარეშეც ვერ იქნება ივანიშვილისთვის ყველაფრის ისე სწრაფად დამანგრეველი, ჩვენ რომ ვისურვებდით და ეს არის პოლიტიკური შემადგენლობა”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს