არმაზ ახვლედიანი – დაგვრჩა თითზე ჩამოსათვლელი დღეები და ივანიშვილს, როგორც წარუმატებელ, დანაშაულებრივ პროექტს ჩვენ დავასრულებთ

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც იწყებ დემოკრატიული დაპირებებით და წლების შემდეგ არაფერი ხდება აქედან, საბოლოო ჯამში, ყალიბდები სრულიად ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ პოლიტიკურ დაჯგუფებად, სწორედ ეს დაემართა ივანიშვილის რეჟიმს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აჭარის პოტენციალი არის უზარმაზარი და ეს პოტენციალი მთლიანად ჩაედინება ერთ დიდ ჯიბეში, ეს არის ერთი ჯიბე ივანიშვილის, ცალკეული განშტოებებით.
“როდესაც იწყებ დემოკრატიული დაპირებებით და წლების შემდეგ არაფერი ხდება აქედან, საბოლოო ჯამში, ყალიბდები სრულიად ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ პოლიტიკურ დაჯგუფებად, სწორედ ეს დაემართა ივანიშვილის რეჟიმს. ყველა რეგიონი დაზიანდა, მთელი საქართველო დაზიანდა და არა იმიტომ, რომ მე ბათუმელი ვარ, გულწრფელად გეტყვით, ყველაზე მეტად აჭარა მტკივა, არამედ იმიტომ რომ, ობიექტურად, ყველაზე მეტად მაინც აჭარაში ჩავარდა ეს დანაშაულებრივი ივანიშვილის ექსპერიმენტი, ამიტომ ყველაზე მეტად იქაურები დაზარალდნენ. ეს იმიტომ, რომ აჭარის პოტენციალი არის უზარმაზარი და ეს პოტენციალი მთლიანად ჩაედინება ერთ დიდ ჯიბეში, ეს არის ერთი ჯიბე ივანიშვილის, ცალკეული განშტოებებით, მისი მაფიოზური კლანის, მეორე მხრივ, არსად, არც ერთი ქალაქი საქართველოში თბილისის ჩათვლით ისე არ დაშავდა, როგორც ბათუმი.
ბათუმი დღეს ჩვენ აღარ გვაქვს, ეს არის დამახინჯებული, ერთი დიდი არქიტექტურული კოლაფსია ბათუმში, რაც განაპირობებს იმას, რომ შეუძლებელი ხდება ქალაქში ცხოვრება, მათ შორის, პირდაპირი გაგებით, ეს არის უზარმაზარი ეკოლოგიური კატასტროფა, ჯანმრთელობისთვის საშიში ზონა, გამონაბოლქვის, ამდენი სამშენებლო მტვრის და სხვა უბედურებების გამო. ეს ყველაფერი ხდება ბათუმელების ხარჯზე, არავინ არ თქვას, რომ ბათუმელები დალხენილი არიან. ერთი მუჭა „ოცნების“ ირგვლივ მყოფი, ადგილობრივი კლანური მმართველობა და მათი მფარველები აქ ხეირობენ, მაგრამ აჭარის უმრავლესობა არის დაზარალებული ივანიშვილის მავნებლური პოლიტიკით. ხალხს მობეზრდა ივანიშვილის უკუღმართი მმართველობა, მაგრამ ჩვენ დაგვრჩა თითზე ჩამოსათვლელი დღეები და ამის შემდეგ, ივანიშვილს, როგორც წარუმატებელ, დანაშაულებრივ პროექტს ჩვენ დავასრულებთ“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა
თაგები:





