Logo

არმაზ ახვლედიანი - ძალიან რთულია რეჟიმისთვის, ებრძოლოს უანგარო ადამიანებს, უნდა, რომ ასეთი ადამიანები გააჩუმოს, დააპატიმროს

პოლიტიკა
454
Frontnews image description

ძალიან რთულია რეჟიმისთვის, ებრძოლოს უანგარო ადამიანებს. უნდა, რომ ასეთი ადამიანები გააჩუმოს, დააპატიმროს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ადამიანებს ვერ გუობს "ქართული ოცნება" და ამიტომ გააძევეს თემურ ქათამაძე.

"ამას ერთადერთი ახსნა აქვს, ის იყო ბათუმის პროტესტის განშტოების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, დაუღალავი ადამიანი ამ პროტესტში და ამას აკეთებდა აბსოლუტურად უანგაროდ. ძალიან რთულია რეჟიმისთვის, ებრძოლოს უანგარო ადამიანებს. უნდა, რომ ასეთი ადამიანები გააჩუმოს, დააპატიმროს, გაანადგუროს და სწორედ ამასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

თემურ ქათამაძე 2025 წლის იანვარში ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. 30 აპრილს მიგრაციის დეპარტამენტმა ქათამაძეს ნებაყოფლობითი გაძევებისთვის 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა. გუშინ ის თურქეთში გადაიყვანეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები