
ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტი მსგავს რეზოლუციებს ალბათ, მხოლოდ კრემლის და ლუკაშენკოს წინააღმდეგ თუ მიიღებდა. ფაქტობრივად, იბლოკება საქართველოს ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციებს გამოსცემენ, ივანიშვილის დამსახურებაა.
“ევროპარლამენტი მსგავს რეზოლუციებს ალბათ მხოლოდ კრემლის და ლუკაშენკოს წინააღმდეგ თუ მიიღებდა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რა შავად არის საქმე ივანიშვილის მეცადინეობით, რომ ფაქტობრივად, იბლოკება საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
თუ ასე გაგრძელდა, ივანიშვილის დამკვრელური სამარცხვინო ტემპით საქართველოს სვლა რუსეთისკენ, უვიზო მიმოსვლის საკითხიც გადაიხედება, ფინანსურიც და არაერთი სხვა”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს