
ავტორი
Front News საქართველო
“გთავაზობთ, რომ შეიქმნას თუნდაც მცირე ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას არჩევნების ნორმალურად, სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით და დაწესდეს ამაზე მონიტორინგი არა მხოლოდ საპარლამენტო ძალები მხრიდან“, – ამის შესახებ დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ყველაზე კარგი დროა უმრავლესობისა და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის.
“სწორედ მმართველმა ძალამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები. მიუხედავად იმისა, რამდენად მიუღებელია მისთვის ოპოზიცია, ან მისი ცალკეული ნაწილები, უნდა მოახერხოს და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე დაიწყოს კონკრეტული გეგმის რეალიზება, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან არჩევნებამდე. არაერთი თამაზ გინტური ჰყოლია საქართველოს და რეალურად, საუკუნეების თუ ათწლეულების მანძილზე მიზეზი ესაა ჩვენი ევროპული არჩევანისა და აგრეთვე იმის, რომ ჩვენკენ იმზირება დასავლეთი. მაგრამ დღეს, ჩვენ წარსულის დამსახურებების გამო არავინ არ გაგვიღებს ამ კარს თუ არ აღდგა ნდობა საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის, ყველაფერი წყალში ჩაიყრება“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს