
ავტორი
Front News საქართველო
“ჰუმანიზმის პრინციპები თუ ყოველთვის არა, ხშირად მაინც უნდა იდგეს პოლიტიკაზე მაღლა და თუ ამას დღეს ვერ მოვახერხებთ, ამან შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს”, – განაცხადა უფრაქციო დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, ზოგჯერ ჰუმანიზმის პრინციპები პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს.
“ნების არსებობის შემთხვევაში, მოახერხებდით და სასწრაფოდ გადადგამდით სულ ცოტა 3 ნაბიჯს: შეცვლიდით დამოკიდებულებას პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას მიმართ, შეცვლიდით დამოკიდებულებას მესამე პრეზიდენტის მიმართ დღეს, როცა როგორც არაერთი მნახველი ამბობს, აღარც სამედიცინო დასკვნა და ექსპერტიზაა საჭირო, რადგან საუბედუროდ, ნათლად ჩანს რა დღეშია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჰუმანიზმის პრინციპები თუ ყოველთვის არა, ხშირად მაინც უნდა იდგეს პოლიტიკაზე მაღლა და თუ ამას დღეს ვერ მოვახერხებთ, ამან შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს