
ავტორი
Front News საქართველო
იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელსაც ივანიშვილის ოცნება ჰქვია, არა უბრალოდ სრულად მიიტაცა ძალაუფლება, არამედ სახელმწიფო გადაატრიალა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის პოლიციურმა რეჟიმმა ფეხქვეშ გათელა კონსტიტუციური ნორმები.
“იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელსაც ივანიშვილის ოცნება ჰქვია, არა უბრალოდ სრულად მიიტაცა ძალაუფლება, არამედ სახელმწიფო გადაატრიალა, ესაა კონსტიტუციური წყობის დამხობა იმიტომ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციაში გაცხადებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ჩვენი დასავლური საგარეო ვექტორი, ხოლო ივანიშვილის პოლიციურმა რეჟიმმა ფეხქვეშ გათელა კონსტიტუციური ნორმები. ძალადობს მოქალაქეებზე, აპატიმრებს პოლიტიკური ნიშნით, ახრჩობს პოლიტიკურ ოპოზიციას, კრიტიკოსებს, მედიას – ყველას, ვინც მას გზაზე გადაეღობება და ეს გზა არის მისთვის მოპარულის შენარჩუნების და ხელისუფლების მოპარვის”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს