არმაზ ახვლედიანი – ის იქცევა სრულიად არაადეკვატურად და როცა ასე იქცევა ადამიანი, ის ხდება საშიში


ავტორი
Front News საქართველო
თუ ივანიშვილს მრჩეველი არ დარჩა, შემიძლია, უფასოდ გავუწიო კონსულტაცია, თუ უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ უნდა. ის იქცევა სრულიად არაადეკვატურად და როცა ასე იქცევა ადამიანი, ის ხდება საშიში, – ამის შესახებ ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დასავლეთთან ურთიერთობის შეცვლა შეუძლებელია.
“ამ ხელისუფლების პირობებში თეორიულად შეუძლებელია, რომ აშშ-სთან, დასავლეთთან მოხდეს რამე სასიკეთო ცვლილება. ეს იციან შეერთებულ შტატებში, ეს იციან, საბედნიეროდ, ქართველი ხალხის უმრავლესობამ, რომელიც ელოდება არჩევნების დღეს, რომ პოლიტიკური უმსგავსობა გაიტანოს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სივრციდან ივანიშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფების სახით.
თუ ივანიშვილს მრჩეველი არ დარჩა, შემიძლია, უფასოდ გავუწიო კონსულტაცია, თუ უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ უნდა. ის იქცევა სრულიად არაადეკვატურად და როცა ასე იქცევა ადამიანი, ის ხდება საშიში, მით უფრო, რომ მას აბარია ქვეყნის ბედი, ჩვენდა სავალალოდ”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანი – საქართველოს სიმართლე დღეს იმას მოითხოვს, რომ გადავდოთ პარტიული ინტერესი, როცა ის ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესს

არმაზ ახვლედიანი – მაშინ ვირწმუნებ სააკაშვილის ბრალეულობას, როდესაც მას განსჯის სამართლიანი და არა თქვენი ჯიბის სასამართლო

“როდესაც ევროპელი იქცევა არაევროპულად, ის სწორედ თავად აზიანებს ევროპას და მის ინტერესებს“