Logo

არმაზ ახვლედიანი – მივიღოთ ეს მოცემულობა, რომ ვეღარ ვახერხებთ არსებულით, გავერთიანდეთ, შევქმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი

პოლიტიკა
349
Frontnews image description

შევეხიდოთ დღევანდელ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს, ის თავისით ვერ ახერხებს. მივიღოთ ეს მოცემულობა, რომ ვეღარ ვახერხებთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა გაერთიანება.

“ჩვენ ვხედავთ ამ მოხრჩობის ქართული სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის უკანასკნელი ყლორტების და თუ ამას ახლა არ შევეწინააღმდეგეთ მტკიცე პოლიტიკური ნებით, რომელიც რუსთაველზე ამდენ ხალხს კი არ შეკრებს, არამედ საქართველოს გადაავსებს პროტესტით. ეს მუხტი უნდა დაიბადოს ჩვენი ხელით. მე მზად ვარ, თქვენთან ერთად უანგაროდ და წესიერად, ყველა გამოცდილების გათვალისწინებით დავდგე ამ ფრონტზე, ამ საქმეში. მოდით, შევიკრიბოთ, არ გადავდოთ. შევეხიდოთ დღევანდელ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს, ის თავისით ვერ ახერხებს. მივიღოთ ეს მოცემულობა, რომ ვეღარ ვახერხებთ არსებულით. გავერთიანდეთ, შევქმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი.

სამშობლოს ღალატს, როგორც ჩანს, ერთი ნაბიჯიღა აკლია, რომ სიკვდილით დასჯა დააბრუნონ საქართველოში. ესენი ამაზეც წავლენ და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უარს ეტყვიან, გამოვლენ იურისდიქციიდან, ყველაფერზე წავლენ”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები